Search
Close this search box.
Search
Close this search box.

აზოტის საქმეზე განაჩენი 28 მარტს გამოცხადდება

რუსთავის აზოტიდან გათავისუფლებული თანამშრომლების საქმესთან დაკავშირებით რუსთავის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას 28 მარტს გამოაცხადებს.

გათავისუფლებული 57 თანამშრომელი შპს “რუსთავის აზოტს” , სააქციო საზოგადოება “რუსთავის აზოტსა” და “ეუ ინვესთმენთს” გათავისუფლების აქტის ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას და ყიველთვიურად გასაცემი ანაზღაურების დაყოვნებისთვის ჯარიმის გადახდას 0,07 პროცენტის ოდენობით ითხოვენ. “ეუ ინვესთმენთი” აი იზიარებს მოსარჩელე მხარის მოთხოვნებს და თავს არასათანადო მოპასუხედ მიიჩნევს.

შეგხსენებთ, აზოტის საწარმოდან თანამშრომლები 2017 წლის 25 იანვარს გაათავისუფლეს. აზოტელების უფლებებს პროფკავშირების გაერთიანება ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერით იცავს

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.