Search
Close this search box.
Search
Close this search box.

აზოტის სასამართლო სხდომა გადაიდო

რუსთავის აზოტის საწარომდან გათავისუფლებული მუშების საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა გაიმართა. საწარმოდან გათავისუფლებული 56 მოსაჩელე გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას და სამსახურში აღდგენას ითხოვს.

სხოდამაზე მოპასუხე (შპს “აზოტი” და “ეუინვეთმენთი”) მხარემ დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენისთვის გონივრული ვადა ითხოვა. შუამდგომლობა მოსამართლე ეკატერინე ყაჩელმა დააკმაყოფილა და მთავარი სხდომა 16 მარტს დანიშნა.

შეგხსენებთ, აზოტის საწარმოდან თანამშრომლები 2017 წლის 25 იანვარს გაათავისუფლეს, პროფკავშირების დახმარებით კი 56 პირი საწარმოს ხელმძღვანელობას გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობას ედავება და სამსახურში აღდგენასა და იძულებით განაცდურის ანაზღაურებას (გათავისუფლების დღიდან სამსახურის აღდგენის დღემდე) ითხოვს. აზოტელების უფლებებს პროფკავშირების გაერთიანება ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერით იცავს

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.