Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ბოლო თვეში 16 მოგებული საქმე – სასამართლო დავები ,,აფგრეიდს“ და „ჯეოსთილს” მოვუგეთ

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურიდიულმა სამსახურმა ბოლო თვეში 16 სასამართლო დავა მოიგო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ.ზ.-ს სარჩელი შპს„აფგრეიდის“ წინააღმდეგ, კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო რეორგანიზაციის საფუძვლით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება, დააკისრა მოპასუხეს 1500 ლარის კომპენსაციის გადახდა და ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე იძულებითი განაცდურის ყოველთვიურად 1658 ლარის გადახდა.

მოსარჩელე 01/02/2021წ.  დასაქმდა მოპასუხე კომპანიაში – იურიდიული მრჩევლის პოზიციაზე. მოსარჩელე  თავის სამსახურეობრივ მოვალეობებს ასრულებდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინარული პასუხისმგებლობის არანაირი ღონისძიება.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა  მოპასუხემ 2021წლის 10 მაისს გამოსცა ბრძანება  ს.შ.კ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის (ეკონომიკური გარემოებები) საფუძველზე  ,,შრომითი ურთიერთობების/ ხელშეკრულებების შეწყვეტისა და მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე.

საქმის განხილვის დროს მოპასუხემ ვერ: ა) დაასაბუთა მოსარჩელის მიმართ 2021წლის 10 მაისს გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა; ბ) წარმოადგინა სათანადო არგუმენტები, რომლითაც ის ხელმძღვანელობდა მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას; გ) დაადასტურა, თუ რეორგანიზაციული ცვლილების, რომელი თანმდევი შედეგი ვერ დააკმაყოფილა მოსარჩელემ; დ) დაასაბუთა მოსარჩელესთან მიმართებით ,,არათანაბარი მოპყრობის“ მართებულობა.

საქმე არის პრეცედენტული, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე გამოიყენა 48.9-ე მუხლი (დასაქმებულს უფლება დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე.)

დავის პროცესში აქტიურად იყო ჩართული მომსახურების სფეროს, კომუნალური და ბანკების მუშაკთა პროფესიული კავშირი.


მიმდინარე წლის 29 აპრილს შპს ,,ჯეოსთილი”-ს ადმინისტრაციამ, სამსახურიდან, ფოლადსადნობი საამქროს ტექნიკური ასისტენტის პოზიციაზე მომუშავე ნანა შამუგია გაათავისუფლა.

კომპანიის ადმინისტრაცია გათავისუფლების საფუძვლად, დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების განმეორებით დარღვევას ასახელებს.

მოსარჩელე ნანა შამუგია კი აცხადებს: ,,ერთი განყოფილებიდან მეორე განყოფილებაში მიბრძანეს გადასვლა სამუშაოდ, სადაც იყო ღამის ცვლები, ანაზღაურება ფაქტიურად იგივე და ეს იყო ჩემი ნების საწინააღმდეგო შემოთავაზება. ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მაიძულებდნენ დათანხმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მაიძულებდნენ, რომ დამეწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე, თუმცა ჩემგან ამაზეც უარი მიიღეს. სწორედ ამ უარს მოჰყვა ჩემი სამსახურიდან გათავისუფლება“.

ნანა შამუგიამ დახმარებისთვის პროფკავშირს მიმართა, რის შემდეგაც, ორგანიზაციის ხელმძღვანელის ირაკლი პეტრიაშვილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სრული იურიდიული დახმარება, სარჩელის შედგენიდან საბოლოო ადვოკატირებამდე, თავის თავზე აიღო საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ.

მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, ნანა შამუგიას შრომით დავასთან დაკავშირებით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სასარჩელო განცხადება სრულად იქნა დაკმაყოფილებული როგორც სამსახურში აღდგენის, ასევე განაცდურის ანაზღაურების ნაწილში.

დავის პროცესში აქტიურად იყო ჩართული მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის  მუშაკთა პროფესიული კავშირი.

ორივე სასამართლო საქმეზე მოსარჩელეების ინტერესებს იცავდა პროფკავშირების გაერთიანების იურისტი სერგო მახარაძე.

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.