Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ირაკლი პეტრიაშვილის ხელმძღვანელობით ბრიუსელში ITUC-PERC აღმასრულებელი კომიტეტის მე-18 საგანგებო შეხვედრა გაიმართა

ბრიუსელში ITUC-PERC აღმასრულებელი კომიტეტის მე-18 საგანგებო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი და ამავდროულად, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი გაუძღვა.

დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებულ საკითხებთან ერთად, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე იმსჯელეს. ირაკლი პეტრიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების სახელით შეხვედრაში მონაწილეებს ამ საკითხში ჩვენი ქვეყნის ლობირებისკენ მოუწოდა.

შეხვედრაზე, ასევე, იმსჯელეს უკრაინაში ომზე, მათ მიმართ სოლიდარობაზე, მშვიდობასა და აღმშენებლობაზე; ბელარუსში განვითარებულ მოვლენებზე, რადგან მათი ქვეყნის პროფკავშირის ლიდერები ამ დრომდე დაკავებულები არიან, შესაბამისად, განიხილეს ამ საკითხის ირგვლივ მოქმედებები და პერსპექტივები; ასევე, მთავარ განსახილველ საკითხებს შორის იყო  პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) გენერალური საბჭოს გადაწყვეტილებები და შემდგომი სიტუაცია. შეაჯამეს შრომის საერთაშორისო კონფერენციის შედეგებიც.

შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს ITUC კონგრესის მომზადების პროცესსა და  კონგრესის მუშაობის ორგანიზებაზე. ასევე: PERC -ის რეგიონიდან არჩეული ორგანოების ხელახლა შედგენის პრინციპებსა და პროცესზე  და ქალთა და ახალგაზრდული კომიტეტების ხელახალ შედგენაში PERCის როლზე.   განიხილეს ფინანსური ანგარიში 2021 და  2022 წლის ფინანსების გამოწვევები.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.