საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საკონფერენციო დარბაზში, ჭიათურის მაღაროში დასაქმებულების, პროფკავშირების, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციული დირექტორის თეიმურაზ ხონელიასა და ადმინისტრაციის წარმომადგენლების მონაწილეობით კომისიის სხდომა გაიმართა.
ჭიათურელი მაღალოელებისთვის მაქსიმალურად ეფექტური სამედიცინო სადაზღვეო მომსახურების არჩევის მიზნით, სადაზღვეო კომპანიებმა: “ჯი პი აი”, “არდი”, “ევროინსი”, “უნისონი”კომისიას პრეზენტაციები წარმოუდგინეს.
კომისიის მხრიდან ყურადღება, დასაქმებულებისთვის სადაზღვეო პაკეტების, პრაქტიკიდან გამომდინარე ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტებზე გამახვილდა და შესაბამისი კითხვები დაისვა.
შეხვედრაზე, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა მშრომელების საჭიროებებიდან გამომდინარე აღნიშნა, რომ დაზღვევა ჭიათურელი მაღაროელებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს, რადგან დასაქმებულებს: მძიმე, მავნე და საშისპირობებიანი სამუშაოს შესრულება უწევთ.
კომისია, რომელსაც მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი თემურ სურამელაშვილი ხელმძღვანელობს, მოკლე დროში შეაჯერებს კომპანიების შეთავაზებებს და დამსაქმებელთან და დასაქმებულებთან კონსულტაციებს აწარმოებს. შესაბამისად განისაზღვრება რომელი სადაზღვეო კომპანია მოემსახურება ჭიათურის მაღაროში დასაქმებულებს.