Search
Close this search box.
Search
Close this search box.

დელისიადან გათავისუფლებული თანამშრომლების სარჩელის განხილვა იწყება

დღეს, 6 აპრილს, იწყება შპს „ქართული სახლის“ („დელისია“) მიერ გათავისუფლებული თანამშრომლების სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში. საქმეს განიხილავს მოსამართლე თინა ვაშაყმაძე.

მნიშვნელოვანია, რომ შპს „ქართული სახლის“ მიერ გაფიცული თანამშრომლების გათავისუფლება, როგორც საქართველოში გაფიცვის უფლების უხეში დარღვევის მაგალითი, მოხსენიებულია ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშში. კერძოდ, ანგარიშში მითითებულია, რომ საქართველოში დასაქმებულები გაფიცვის უფლებას ძირითადად კანონის დაცვით იყენებენ მაშინ, როცა გაფიცვის პროცესში დამსაქმებელები მიმართავენ ანგარიშსწორების ღონისძიებებს.

პროფესიული კავშირების გაერთიანება დასაქმებულთა სახელით ითხოვს დისკრიმინაციული მოტივით გათავისუფლების ფაქტის დადგენას.

შპს „ქართული სახლის“ მიერ გათავისუფლებულ დასაქმებულთა ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების გაერთიანების იურისტი  თამილა გაბაიძე იცავს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიში.

© photo – publika.ge

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.