Search
Close this search box.
Search
Close this search box.

დღეს სამმხრივი კომისიის სხდომაა ჩანიშნული

დღეს, 19 აპრილს, 15:00 საათზე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში, საქართველოს პროფესიული კავშირების მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ მინისტრმა პარტნიორობის  საამმხრივი კომისიის სხდომა ჩანიშნა.

შეხვედრას პროფკავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციის, მთავრობის და “ჯიაჯი ჯგუფის” წარმომადგენლები დაესწრებიან. ტყიბულის “ჯიაჯი ჯგუფის” მაღაროების რეაბილიტაციის საკითხზე მსჯელობა უმაღლეს დონეზე გაგრძელდება.

საქართველოს პროფკავშირები შახტების და მაღაროების რეაბილიტაციის გეგმას წარმოადგენენ, დასაქმებულთათვის სოციალური გარანტიების გათვალისიწინებით. აგრეთვე განსახილველად დააყენებენ აგარის საკითხს, სადაც კომპანია “აგარის შაქრის” თანამშრომლების ორთვიანი პროტესტი და დღეს უკვე საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს, აგრეთვე იმსჯელებენ ქვეყნის მასშტაბით შრომის უსაფრთხოების საკითხებზე.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.