Search
Close this search box.
Search
Close this search box.

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების პრობლემებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების პრობლემებთან დაკავშირებით, taz.de-ის ორგანიზებით დისკუსია გაიმართა. პროფკავშირების გაერთიანების იურისტმა თამილა გაბაიძემ ისაუბრა იმ პრობლემებსა და იმედგაცრუებაზე, რომელიც გერმანიაში დასაქმებულმა ქართველებმა ღირსების შემლახავი სამუშაოსა და საცხოვრებელი პირობების გამო განიცადეს.

პროფკავშირების გაერთიანების პოზიციით, ეს შემთხვევა საფრთხეს უქმნის ევროპული სტანდარტებისა და ღირებულებების, ევროპული არჩევანის მიმართ საქართველოს მოქალაქეების რწმენას.

გასულ წელს, გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამაში მონაწილე ქართველები გერმანელი დამსაქმებლების მხრიდან მთელ რიგ პრობლემებს წააწყდნენ, კერძოდ: ღირსების შემლახავი მოპყრობა, გერმანული შრომის კანონმდებლობის უგულებელყოფით მინიმალური ხელფასის გადაუხდელობა, სოციალური ვალდებულებების გვერდის ავლა და სხვ.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამაში მონაწილე 11 მოსარჩელეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მიმდინარე დავაში პროფკავშირი წარმოადგენს.

დისკუსიის ფარგლებში პროფკავშირების გაერთიანებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, წვლილი შეიტანოს ევროინტეგრაციის იდეის გარშემო ქართული საზოგადოების კონსოლიდაციასა და ევროპული სტანდარტების დამკვიდრებაში. სწორედ ამიტომ გააგრძელებს, ერთი მხრივ, ევროკავშირში დასაქმების ლეგალური პროგრამების მხარდაჭერას, ხოლო, მეორე მხრივ, უყურადღებოდ არ დატოვებს შრომით უფლებრივი დარღვევების ფაქტებს.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.