Search
Close this search box.
Search
Close this search box.

დროა განვახორციელოთ პეკინის გენდერული თანასწორობის პლატფორმის შეუსრულებელი დაპირება

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ეხმაურება ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს 8 მარტს პროფკავშირების საერთაშორისო კონედერაციის(ITUC) მოწოდებას – ,,დროა განვახორციელოთ პეკინის გენდერული თანასწორობის პლატფორმის შეუსრულებელი დაპირება”, სადაც აღნიშნულია, რომ ახალი სოციალური კონტრაქტი საჭიროა იმისთვის, რომ დაჩქარდეს პროგრესი 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მისაღწევად (SDGs), კერძოდ, მდგრადი განვითარების მე-8 მიზნის (ღირსეული შრომის შესახებ) მე-5 მიზნისა (გენდერული თანასწორობის შესახებ) და მე-4 მიზნის ( განათლებისა და პროფესიული სწავლების შესახებ) მისაღწევად – 2030 წლისათვის.
 
25 წლის წინ მიღებული პეკინის დეკლარაცია და სამოქმედო პლატფორმა (BpfA) რჩება ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გეგმად. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული BPfA– ს მოქმედების ყველა კრიტიკულ სფეროში, არცერთ ქვეყანას არ მიუღწევია BPfA– ს რადიკალური ფემინური ხედვის განხორციელებისთვის.
 
მთელ მსოფლიოში, ქალები წარმოადგენენ მომუშავე ღარიბების უმრავლესობას, ხოლო სამუშაო ასაკის ქალთა ნახევარზე ნაკლები იმყოფება ანაზღაურებად სამსახურში. პროფესიული სეგრეგაცია და ქალთა შრომის გაუფასურება ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტადაა შესაძლებელი,რომ ქალებს ქონდეთ დაბალი ანაზღაურება, იყვნენ დაუცველები და ასევე არაფორმალურ სამუშაოში ჩართულნი. ქალები გამოიმუშავებენ საშუალოდ 20% – ით ნაკლებს, ვიდრე მამაკაცები, რის გამოც ბევრი სიღარიბეში მყოფი გადის პენსიაზე. საზოგადოებაში გენდერული სტერეოტიპები ისევ განაგრძობენ არსებობას, ქალები აგრძელებენ არაანაზღაურებადი მზრუნველობითი შრომის ლომის წილის შესრულებას და უფრო მეტად არიან არამომგებიან პოზიციაზე სოციალური დაცვის სისტემებში. გენდერული ნიშნით ძალადობა, დისკრიმინაცია და ჩაგვრის სისტემები, რომელიც ეფუძნება კლასს, რასას, მიგრაციის სტატუსს, სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობას, გარკვეულ როლს თამაშობენ ქალთა ცხოვრების ყველა ეტაპზე და აგრძელებენ მათი სამუშაო გამოცდილების ფორმირებას.
 
სამოქალაქო უფლებებსა და თავისუფლებებზე თავდასხმამ, მათ შორის პროფკავშირულ უფლებებზე, ეკონომიკური პოლიტიკის მარცხმა, მათ შორის მკაცრი ზომებისა და საზოგადოებრივი სერვისების პრივატიზაციამ, სამუშაო ადგილების და შრომითი ურთიერთობების ფრაგმენტაციამ განსაკუთრებით სერიოზული დარტყმა მიაყენა ქალებს. კლიმატურმა კრიზისმა და ტექნოლოგიებისა და ახალი ბიზნეს მოდელების შედეგად მასობრივმა დესტრუქციამ ქალთა შრომა კიდევ უფრო მეტად საშიშიშ და არაფორმალური გახადა. პოპულისტი მემარჯვენეების გაძლიერება არა მარტო საფრთხეს უქმნის დემოკრატიასა და მსოფლიო მშვიდობას, არამედ არღვევს ქალთა უფლებებს ბევრ ადგილზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
 
პროფკავშირები ამ გამოწვევების შესახვედად მზად არიან, ცვლიან ნარატივებს და მიმართულებას უცვლიან ტენდენციებს. დღის წესრიგის ცენტრში ქალთა უფლებების, თანასწორობისა და სამართლიანობის დაყენებით, პროფკავშირები იმარჯვებენ და იღებენ შედეგს, კერძოდ: თანაბარ ანაზღაურებას თანაბარი ღირებულების სამუშაოსათვის, დეკრეტულ შვებულებასა და დაცვას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დასაქმებული ადამიანებისათვის გონივრული მისადაგების სამუშაო სივრცეს, ანტირასისტულ პოლიტიკასა და პროცედურებს, ინკლუზიურ პოლიტიკას ლგბტ + თანამშრომლებისთვის, თანაბარ მოპყრობას მიგრანტი დასაქმებულებისთვის და კიდევ უფრო მეტს. კლიმატისთვის სამართლიანი გადასვლის მიზანი უნდა იდგეს ეკონომიკური და სოციალური დღის წესრიგის წინა რიგში, ისევე როგორც ზრუნვის ეკონომიკა. ეს შესაძლებლობებს შექმნის მილიონობით მწვანე სამუშაო ადგილისათვის, ასევე შეამცირებს და გადაანაწილებს არაანაზღაურებად მზრუნველობით შრომას. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ძალადობისა და ჩაგვრის კონვენცია 2019 (C190) და მისი რეკომენდაცია (R206) აჩვენებს ქალთა მობილიზაციის ძალას, მათ პროფკავშირებთან და მოკავშირეებთან ერთად. ანალოგიურად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ასი წლის საიუბილეო დეკლარაცია სამუშაოს მომავლის შესახებ, ემყარება ტრანსფორმაციულ დღის წესრიგს ქალთა თანასწორობისათვის.
 
ქალთა ამ საერთაშორისო დღეს, ჩვენ აღვნიშნავთ იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ქალები და მათი პროფკავშირები წლების მანძილზე ასრულებდნენ პეკინის პლატფორმაში დასახული ამბიციური მიზნების განხორციელებისათვის. ჩვენ მოვუწოდებთ BPfA- ს მისწრაფებები რეალობად ვაქციოთ შემდეგი ქმედებებით:
 
– ყველა ქალი დასაქმებულისათვის გაერთიანების თავისუფლებისა და კოლექტიური მოლაპარაკებების ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფა
– ყველა დასაქმებულის, მათ შორის არაფორმალურ ეკონომიკაში დასაქმებული ადამიანების შრომისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფა.
– ინვესტირება ზრუნვის სექტორში – გენდერული თანასწორობისა და განვითარებისათვის.
– გენდერული ნიშნით ძალადობისა და შევიწროების შემთხვევების აღმოფხვრა შრომით სამყაროში
– ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალთა ხელშეწყობა, ლიდერობისადმი ფემინისტური მიდგომის მეშვეობით.
 
ზემოაღნიშნული საკითხები პრობლემატურია საქართველოს რეალობისთვის და ამ მიმართულებით კონკრეტული, დადებით შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებების დროული გატარებაა საჭირო.
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.