ირაკლი პეტრიაშვილი მსოფლიო პროფკაშირების გენერალურ მდივანთან, ლუკ ტრიანგლთან ერთად ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის (ETUC) მიერ დაორგანიზებულ აქციაზე.
აქციას სხვადასხვა ქვეყნის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ჩამოსული ათიათასობით წევრი შეუერთდა.
ევროპის პროფკავშირების კონფედერაციამ (ETUC) და მისმა წევრებმა მოუწოდეს ევროკავშირის ლიდერებს, რომ მხარი დაუჭირონ დასაქმებულებისთვის სამართლიანობის უზრუნველსაყოფად საჭირო ინიციატივებს, როგორიცაა: უკეთესი სამუშაო ადგილები და მაღალი ანაზღაურება, კოლექტიური მოლაპარაკებისთვის ხელშეწყობა, უკეთესი სამუშაო პირობები და არასაიმედო სამუშაოს დასრულება…
ETUC არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროფკავშირი, რომელში გასაწევრიანებლადაც საქართველოს პროფკავშირები უკვე მიწვეულია, რისთვისაც მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.