Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირების გაერთიანების წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის შეხვედრა თემაზე: “ევროინტეგრაციის გავლენა შრომით ურთიერთობებზე” გაიმართა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და დანიის პროფკავშირების გატარების სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ქობულეთში, გაერთიანების წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის გაიმართა შეხვედრა თემაზე: “ევროინტეგრაციის გავლენა შრომით ურთიერთობებზე”.
განხილვის მთავარი თემა ევროინტეგრაციის მნიშვნელობა, დასაქმებული ადამიანების შრომით ურთიერთობებსა და შრომითი უფლებების მდგომარეობაზე მისი გავლენა, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შედეგად საქართველოს შრომით კანონმდებლობაში განხორცილებული და განსახორციელებელი ცვლილებები იყო.
პროფკავშირელმა ლიდერებმა შეხვედრის მონაწილეებთან იმსჯელეს არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე – შრომით უფლებებსა და შრომის უსაფრთხოებაზე, ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებზე შრომით-სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, სოციალური დიალოგის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე, ევროინტეგრაციის პროცესში პროფკავშირების როლზე და იმ ინიციატივებზე, რომელზეც გაერთიანება შრომითი უფლებების გასაუმჯობესებლად მუშაობს.
შეხვედრის მონაწილეებმა გააზიარეს საკუთარი გამოცდილება და პრაქტიკა. დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები. ამ მიმართულებით, გაერთიანება წევრ ორგანიზაციებთან ერთად გააგრძელებს აქტიურ მუშაობას.
მეტი ფოტოს სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://www.facebook.com/share/p/5BSEkSBHt7xAFHwj/
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.