Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ფორმულას ოპერატორებსა და ხელმძღვანელებს შორის შეთანხმება შედგა

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ, როგორც მშრომელთა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, ფორმულას ოპერატორების მომართვის საფუძველზე, მათ სამართლებრივი დახმარება აღუთქვა და საკითხთან დაკავშირებით თავიდანვე დააფიქსირა მკაფიო პოზიცია მოლაპარაკების გზით პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით.

მას შემდეგ, რაც ოპერატორების უფლებების დასაცავად გაერთიანების იურიდიულმა სამსახურმა შესაბამისი სამართლებრივი საშუალებები აამოქმედა, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც დასაქმებულთა ნაწილი დაუბრუნდა სამუშაო ადგილებს, ხოლო ნაწილი სამუშაოზე აღდგენის ნაცვლად კომპენსაციას მიიღებს.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მიესალმება მოლაპარაკების გზით პრობლემის გადაჭრას და ორივე მხარეს ნაყოფიერ, სწორ მიდგომებსა და ღირებულებებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას უსურვებს.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.