Search
Close this search box.
Search
Close this search box.

გამოსაცდელ ვადაში გათავისუფლებულ დასაქმებულს კომპანია კომპენსაციას გადაუხდის

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სალომე ვაშაკაშვილის სარჩელი შ.პ.ს. ,,მოპედ დეპოს” წინააღმდეგ. სასამართლო გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ბრძანება დასაქმებულის გამოსაცდელ ვადაში გათავისუფლებასთან დაკავშირებით და კომპანიას დააკისრა კომპენსაციის გადახდა, რაც დაახლოებით შეადგენს 30 000 ლარს.

ხშირად დასაქმებულები თვლიან, რომ გამოსაცდელ ვადაში დამსაქმებელს შეუძლია უმიზეზოდ გაგათავისუფლოს სამსახურიდან. აღნიშნული სასამართლო ქეისი მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ სასამართლომ დაადგინა – გამოსაცდელ ვადაში დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა უკანონოდ და გათავისუფლებას სჭირდება შესაბამისი დასაბუთება.

დასაქმებულის ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების გაერთიანების იურისტი სერგო მახარაძე წარმოადგენდა. პროცესში აქტიურად ჩართული იყო საქართველოს აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირი


UPDATE

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შ.პ.ს. ,,მოპედ დეპოს“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 04  მარტის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ბათილად ცნო მოპასუხის ბრძანება მოსარჩელის გამოსაცდელ ვადაში განთავისუფლებასთან დაკავშირებით და მოპასუხეს დააკისრა 9 თვის დარიცხული  ხელფასის კომპენსაცია.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.