Search
Close this search box.
Search
Close this search box.

“გარდაცვლილი მუშების ქუჩა“ რუსთაველის გამზირზე

“გარდაცვლილი მუშების ქუჩა 488” – თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობა-ნაგებობებს სიმბოლური ნუმერაცია პროფკავშირების ახალგაზრდული ფრთის აქტივისტებმა მიანიჭეს. 2007 წლიდან დღემდე შრომის უსაფრთხოების დარღვევის გამო საქართველოში 488 მუშა გარდაიცვალა. აქტივისტების ეს აქცია, იმ საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომელსაც პროფკავშირები რამდენიმე დღეა ქალაქის ცენტერალურ ქუჩებზე მართავენ.

შრომის უსაფრთხოების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაც გრძელდება, პროფკავშირების  წარმომადგენლები ამჯერად თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ.

საინფორმაციო აქციის მიზანი მოქალაქეთა ინფორმირებაც იყო, 23 თებერვალს თბილისში დაგეგმილი მუშათა მსვლეობის შესახებ. “მუშა, რომელიც ჯერ არ მომკვდარა, მე ვარ!” – ამ ლოზუნგით თბილისში პროფკავშირების ორგანიზებით სხვადასხვა რეგიონსა და საწარმოებში დასაქმებული პირები  მსვლელობას ვარდების მოედნიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით გამართავენ .

 

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.