Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ირაკლი პეტრიაშვილმა მსოფლიო პროფკავშირების გენერალური საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

2023 წლის 10 ივნისს, შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში გაიმართა მსოფლიო პროფკავშირების (ITUC) გენერალური საბჭოს სხდომა, რომელშიც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და მსოფლიო პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი მონაწილეობდა.

გენერალური საბჭოს სხდომაზე განიხილეს როგორც მსოფლიო პროფკავშირების გასაძლიერებლად გადასადგმელი ნაბიჯები, ასევე, დაიგეგმა სამომავლო ღონისძიებები და შეჯერდა პოზიციები: უკრაინის, ბელორუსის, დასაქმებულთა უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 111-ე შრომის კონფერენციაზე წარსადგენად, რომელსაც ესწრებიან გენერალური საბჭოს წევრები და დელეგაციები, (პროფკავშირები, მთავრობა, დამსაქმებელები) მათ შორის, საქართველოს პროფკავშირების დელეგაცია ირაკლი პეტრიაშვილის ხელმძღვანელობით.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები იგეგმება შრომის საერთაშორიოს ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან გილბერტ ჰოუნგბოსა და ILO-ACTRAV-ის დირექტორთან – მარია ჰელენა ანდრესთან.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.