დღეს 7 ოქტომბერია, ღირსეული შრომის საერთაშორისო დღე!
წელს საერთაშორისო პროფკავშირები ამ ღირსშესანიშნავ დღეს უძღვნის მზრუნველობის სფეროში დასაქმებულებს. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წევრები დღეს მზრუნველობის სფეროში დასაქმებულ არაერთ ადამიანს შეხვდნენ.
მოვითხოვთ ქვეყნის ხელისუფლებამ გადადგას ნაბიჯები ამ სექტორში დასაქმებული ადამიანების ღვაწლის დასაფასებლად, ღირსეული შრომის პირობების და ანაზღაურების უზრუნველსაყოფად.