საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება დანიის პროფკავშირების კონფედერაციასთან სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებისა და ორი ქვეყნის პროფკავშირული საქმიანობის განსახილველად/შესაჯამებლად დანიაში იმყოფება.
სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დელეგაციამ, შეხვედრები გამართა როგორც დანიის პროფკავშირების კონფედერაციაში (FH) და დანიის პროფკავშირების განვითარების სააგენტოში (DTDA), ისე, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში/ევროპის სამეზობლო ოფისში/EUN, სადაც საქართველოს პროფკავშირებს დანიის მხრიდან ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისა და კანდიდატის სტატუსიდან გამომდინარე აუცილებელად გადასადგმელი ნაბიჯების მხარდაჭერა აღუთქვეს. ასევე, საქართველოს პროფკავშირებთან თანამშრომლობის გზები განიხილეს.
რაც შეეხება, დანიის პროფკავშირების კონფედერაციის პრეზიდენტ მორტენ სკოვ კრისტიანსენთან შეხვედრას, მხარეებმა FH-ის სამმხრივი თანამშრომლობის, დანიის გამოცდილების გაზიარების, სოციალური დიალოგის განვითარების, შრომის უსაფრთხოების მნიშვნელობის/აუცილებლობის, პროფესიული განათლებისა და მსოფლიოში დასაქმებულთა გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.
ასევე, დანიის პროფკავშირების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს საქართველოს პროფკავშირებს და სხვადასხვა მიმართულებით, სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების გეგმები შეჯერდა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დელეგაციამ მოინახულა დანიური პროფკავშირების სასწავლო ცენტრი. შეხვედრები გაიმართა: დანიის დამსქმებელთა ასოციაციასთან, შრომის სფეროში მოქმედ სხვადახვა ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებთან და უახლოეს მომავალში საქართველოში მათი ვიზიტი დაიგეგმა.