Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირებმა რეგიონალური სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სტრატეგიულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

პროფკავშირებმა იმერეთის რეგიონში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ ორგანიზებულ რეგიონალური სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სტრატეგიულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

მხარეებმა სოციალურ დიალოგსა და სამმხრივი თანამშრომლობის საკითხზე იმსჯელეს.

დისკუსიის ფარგლებში,  რეგიონალურ დონეზე  სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სამართლებრივი ჩარჩოგანიხილეს. ასევე, შრომითი ურთიერთობების სფეროში რეგიონალური პრიორიტეტების განსაზღვრისა და იმერეთის რეგიონში რეგიონალური სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომიიის შექმნის შემდგომი ნაიჯების შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრას პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ალანია, საჯარო მოხელეთა  პროფკავშირის თავმჯდომარე ნუკრი ჭინჭარაული, პროფკავშირების იმერეთის ოფისის ხელმძღვანელი ირაკლი მხეიძე, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, ქუთაისი მერი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი , დამსაქმებელთა ასოციაციის დირექტორი და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის  (შსო) წარმომადგენლები დაესწრნენ.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.