Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირებმა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ მომავალი ორი წლის სამუშაო გეგმაზე იმსჯელეს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) ჩართულობით, ორდღიანი სესია გაიმართა.

შსო-ის მშრომელთა აქტივობების საკითხებში სპეციალისტებმა: მაგნუს ბერგემ და გოჩა ალექსანდრიამ პროფკავშირელ ლიდერებთან და წევრებთან მომავალი ორი წლის სამუშაო გეგმაზე იმსჯელეს. მათ შორის, ღირსეული შრომის სახელმწიფო საერთო პროგრამაში, სხვადასხვა მიმართულებებისა და დასაქმებულთა უფლებების გაძლიერებაზე, როგორიცაა: სოციალური დიალოგის გაუმჯობესება, შრომის უსაფრთხოება, კოლექტიური ხელშეკრულება, საკანონმდელო ცვლილებები, სხვა ქვეყნების პრაქტიკის გაზიარება ღირსეული შრომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მინიმალური ხელფასი, სოციალური დაცვის საკითხი, კონვენციების რატიფიცირების მნიშვნელობა და შესაძლებლობა, პროფესიული დაავადებების დროს დასაქმებულთა კომპენსირება, გენდერული თანასწორობა, გაფიცვის უფლება, ბავშვთა შრომა და ა.შ.
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა ამ მიმართულებით სწორი ორიენტირით მუშაობის შემთხვევაში, ქვეყნის მოსახლეობას ღირსეული მუშაობისა და ცხოვრების საშუალება ექნებათ.

ბუდაპეშტის ოფისის მშრომელთა აქტივობების საკითხებში სპეციალისტმა მაგნუს ბერგემ ქართველ მშრომელთა უფლებადამცველ პროფკავშირელებთან შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მუშაობის, წარმატებებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დარგობრივი ორგანიზაციის ლიდერებმა კი, სექტორალურ გამოწვევებზე იმსჯელეს.

დაისახა სამომავლო მუშაობის გეგმები და გზები, თუ რა სახის აქტივობების განხორციელება შეიძლება რეგიონული, სექტორალური, ქვეყნისა თუ საერთაშორისო დონეზე.

მეტი ფოტოს სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://m.facebook.com/story.php?story_fbid=pfbid0NKeNEdb4XGU6e1vg51zDHeQzJhoQwo7nis97686mzNakGmRR37aogLmy3YG1CH2Ul&id=100064450943659&mibextid=Nif5oz

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.