2023 წლის 28-30 აპრილს, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებასთან თანამშრომლობით, LabourStart-ის გლობალური სოლიდარობის მორიგი კონფერენცია – „პროფკავშირული ინტერნაციონალიზმი დღეს!“ გაიმართება. მასში მონაწილეობის საშუალება სხვადასხვა ქვეყნის პროფკავშირის წევრებს მიეცემათ.
წლევანდელ კონფერენციაზე, რომელიც საქართველოში გაიმართება, ერთ-ერთი მომხსენებელი პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი იქნება.
ასევე, ღონისძიებას გაუძღვებიან: ერიკ ლი – „LabourStart“, ესთერ ლინჩი – ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის გენერალური მდივანი; ამბეტ იუსონი – მშენებლობისა და მეტყევეობის საერთაშორისო გლობალური პროფკავშირის გენერალური მდივანი და ა.შ.
კონფერენცია ღიაა და თემატურად მოიცავს სესიებსა და სემინარებს. მასზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ვებგვერდზე: https://www.labourstart.org/2023/
„LabourStart”-ი გლობალური სოლიდარობის კონფერენციას 2008 წლიდან მართავს. წინა კონფერენციები ლონდონში, ვაშინგტონში, ჰამილტონში (ონტარიო), სტამბულში, სიდნეიში, ბერლინსა და ტორონტოში ჩატარდა.