Search
Close this search box.
Search
Close this search box.

იძულებითი და სავალდებულო შრომის აკრძალვა – რა რეკომენდაციებს იძლევა სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წლის ანგარიშში

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ქვეყნებში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, რომლის მეშვიდე ნაწილი საქართველოში დასაქმებულთა უფლებებს ეხება.

იძულებითი და სავალდებულო შრომის აკრძალვა ერთ-ერთი ქვეთავია, რომელშიც ხაზგასმით წერია, რომ კანონი კრძალავს იძულებითი და სავალდებულო შრომის ნებისმიერ ფომას.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, მთავრობის მიერ კანონის აღსრულება ყოველთვის ეფექტური არ იყო. იძულებითი შრომა კი წარმოადგენს სისხლის სამართლის  დანაშაულს სხვა მძიმე დანაშაულებებისთვის სასჯელის თანაზომიერი სასჯელით.  თუმცა, იძულებითი და სავალდებულო შრომის ბევრი ფაქტი არ არის გამოვლენილი  და  გამოძიებული, რაც ძლიერ ამცირებს  სანქციების ეფექტურობას.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო,  შრომის ინსპექციის მეშვეობით იტყობინება, რომ ნოემბრის მდგომარეობით იძულებითი ან სავალდებულო შრომის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების შეხედულებით, ეს განპირობებული იყო იმით, რომ შრომის ინსპექციას არ ჰყავდა საკმარისი ინსპექტორები, რომ ეფექტურად მოეცვა მთელი ქვეყანა.

პროფკავშირების  გაერთიანების პოზიციას იზიარებს ამ კუთხით სახალხო დამცველის აპარატიც, სადაც აცხადებენ,  რომ ინსპექტორების რაოდენობა პრობლემად რჩება.

კანონი უფლებას აძლევს სამინისტროს შრომის  ინსპექტირების დეპარტამენტს  განახორციელოს მოულოდნელი ვიზიტები იმ სამუშაო ადგილებზე,  სადაც არსებობს ეჭვი იძულებითი შრომისა და ადამიანით ვაჭრობის საკითხებთან დაკავშირებით. იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ინსპექტორებს ჩაუტარეს ტრენინგი იძულებითი შრომისა და ადამიანებით ვაჭრობის შესახებ.

სრული ანგარიში შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.