Search
Close this search box.
Search
Close this search box.

Ilos Blog – ვატო პირმისაშვილი BP-ს წინააღმდეგ

,,ჩვენი რისკების მართვის სისტემა გვეხმარება, რომ დავიცვათ ჩვენს საწარმოებში დასაქმებული ადამიანები, ჩვენი საქმიანობის ადგილები და ჩვენი კაპიტალი” – ეს BP_ია, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ენერგო კომპანია, რომელიც საქართველოში 1996_წლიდან ოპერირებს.

ბაქო-სუფსის (WREP), ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა (BTC) და სამხრეთ კავკასიური (SCP) მილსადენების პროექტირებით, ,,ბიპი” სქართველოსთვის მართლაც ერთ–ერთი ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და მსხვილი უცხოელი ინვესტორია.

1996 წელს კომპანია ჩვენს ქვეყანაში სულ რამდენიმე თანამშრომლით იყო წარმოდგენილი, დღეის მდგომარეობით კი მათი რიცხვი 500–ზე მეტითაა გაზრდილი.

„Pipeline Union“ (მილსადენის პროფკავშირი), ასე ჰქვია ორგანიზაციას, რომელიც BP Georgia_ში დასაქმებულმა მშრომელებმა წლების წინ ჩამოაყალიბეს. შეუერთდნენ მსოფლიოს ინდუსტრიალის გლობალურ კავშირს, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას და აქტიურად დაიწყეს საკუთარი შრომისა და სოციალური უფლებების რეალიზებისთვის ბრძოლა.

„Pipeline Union“ განსაკუთრებით გააქტიურდა 2016 წლის დასაწყისში, მაშინ, როდესაც ინფლაციის დონემ საქართველოსა და აზერბაიჯანში კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.

პროფკავშირსა და ადმინისტრაციას შორის ხელფასების ინდექსაცია, ორივე ქვეყანაში კოლექტიური დავის უმთავრეს საგნად იქცა!

აზერბაიჯანში შემათანხმებელმა პროცედურებმა მეტნაკლებად მშვიდ გარემოში ჩაიარა და BP იძულებული გახდა დასაქმებულთა მოთხოვნები დაეკმაყოფილებია. ბრიტანული კომპანიის ქართველი მენეჯერები კი რაღა გასაკვირია და ,,მოწოდების სიმაღლეზე” დადგნენ.

bp_ში საქართველოს რკინიგზისა და საქართველოს ფოსტის ინოვაციური საგაც ამ ,,სიმაღლიდან” დაეშვა…

მოგეხსენებათ, განსაკუთრებით ბოლო წლებში, უკანონოდ განთავისუფლების, პროფკავშირული ნიშნით დევნის, დაშინებისა და შევიწროების მსხვერპლი, ათობით დასაქმებულის საქმე განიხილა და დააკმაყოფილა საქალაქო სასამართლომ.

მილიონობით ლარის კონპესაცია, იძულების ძალით გასცა სახელმწიფოს წილის მქონე კომპანიებმა მუშების სასარგებლოდ, რაზეც მოქმედი ხელისუფლება ამ დრომდე ფართოდ ხუჭავს თვალებს!

მოკლედ, საქართველოს რკინიგზისა და ფოსტის წესებით, ბრიტანული კომპანიის ქართველმა მენეჯერებმა, ,,რუსული რულეტკის” თამაში დაიწყეს.

კონსტიტუცია, შრომის კოდექსი, გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO)_ს კონვენციები და ევროპის სოციალური ქარტია, ყველა ერთად აღებული ფეხზე დაიკიდეს, პროფკავშირის მოთხოვნები უგულებელყვეს, მშრომელების რიგებიდან გამორჩეული ლიდერების დევნა, შევიწროება დაიწყეს, სამსახურიდან გაანთავისუფლეს და გაერთიანება დაშლის პირას მიიყვანეს.

მოთხოვნები ბუნებრივია დაუკმაყოფილებელი დარჩა, „Pipeline Union“ (მილსადენის პროფკავშირ)_ს კი ისღა დარჩენია დაელოდოს!

დაელოდოს თითქმის ნახევარ მილიონ ლარად შეფასებულ იმ იარაღის ტყვიის გასროლას, რომელის ლულაც British Petroleum Georgia _ს მენეჯმენტს საქართველოს სასამართლო დარბაზის კედლებში აქვს შუბლზე მიბჯენილი!

დღეს, 20 მარტს, 15:00 საათზე
თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება ზეპირი მოსმენა საქმეზე Vato Pirmisashvili vs BP/HR_ის წინააღმდეგ.

პროფკავშირების სამსახურიდან განთავისუფლებული თავმჯდომარის მოადგილეს, ვახტანგ პირმისაშვილის ინტერესებს სასამართლოზე, ამერიკის სოლიდარობის ცენტრის ( Solidarity Center ) მხარდაჭერით, Gtuc • საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება_ის იურისტები დაიცავენ.

სასარჩელო მოთხოვნა:

1. განთავუსუფლების ბრძანების ბათილად ცნობა;
2. დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და ზიანის ანაზღაურება; 3. პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა ან ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფა;
4. იძულებითი მოცდენის ანაზღაურება;
5. შრომითი ურთიერთობის არსებობის აღიარება;

 

 

ილია ლეჟავა

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.