საინფორმაციო ბიულეტენი განკუთვნილია დასაქმებულებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის და მიზნად ისახავს, მიაწოდოს მათ ინფორმაცია 2020 წლის 29 სექტემბერს შრომის კოდექსში შესული იმ საკანონმდებლო სიახლეების შესახებ, რომლებითაც ახლებურად მოწესრიგდა ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები.
საკანონმდებლო სიახლეების ცოდნა დაეხმარებათ დასაქმებულებს სამუშაო ადგილებზე შრომითი უფლებების უკეთ რეალიზებასა და დარღვევების შემთხვევაში უფლებების დაცვის მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებაში.