პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ის ევროპელ კოლეგებთან, პოლიტიკოსებთან და პროფკავშირების პარტნიორებთან საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ოფიციალურ და არაოფიციალურ შეხვედრებს გამართავს.
7 მარტს ირაკლი პეტრიაშვილი პროფკვშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) გენერალური საბჭოს ტიტულარული წევრის და პან-ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტის რანგში, მონაწილეობას მიიღებს პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური საბჭოს სხდომაში.
9 მარტს უხელმძღვანელებს პან-ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) სხდომას, სადაც უკრაინაში შექმნილ ვითრებაზე იმსჯელებენ. შეხვედრაზე მისი მოთხოვნით, განიხილავენ როგორც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, ასევე, უკრაინის, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების საკითხს საქართველოსა და მოლდოვასთან ერთად და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.