შეხვედრის ფარგლებში პეტრიაშვილმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა.
ავსტრიის ფედერალურმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ვან დერ ბელენმა კონგრესის საერთაშორისო მონაწილეები „Hofburg“-ის სასახლეში მიიწვია.
ალექსანდრ ვან დერ ბელენმა ირაკლი პეტრიაშვილთან საუბარში აღნიშნა, რომ საქართველო იმსახურებს და აუცილებლად უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
ავსტრიის ფედერალურმა პრეზიდენტმა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარესთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის წარმატებისთვის აუცილებელი და ძალზედ მნიშვნელოვანია მშრომელთა უფლებების დაცვა და გაძლიერება. რომ ევროპის წარმატების ფორმულა სწორად გამართულ მოლაპარაკებებში, სოციალურ დიალოგსა და პროფკავშირებსა და დამსაქმებლებთან დიალოგშია. ისევე როგორც, უალტერნატივოა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტანდარტები.
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე, მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს ავსტრიის ევროპარლამენტის წევრებმაც. ისინი საქართველოს ივლისში ეწვევიან და ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარესთანაც გამართავენ.