Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ირაკლი პეტრიაშვილი ,,პერკის” აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას უძღვება

ირაკლი პეტრიაშვილი ბრიუსელში მსოფლიო პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას უძღვება, რომელიც თავად მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

მთავარი განსახილველი საკითხებია შრომით სფეროში არსებული გამოწვევები, რეგიონის შრომით სფეროში არსებული მდგომარეობა, დაბალი ხელფასები, ქალთა შრომითი დისკრიმინაცია, ქალთა და მამაკაცთა არათანაბარი ანაზღაურება და ახალგაზრდობის დასაქმების პრობლემა.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად მსოფლიო პროფკავშირების (ITUC) პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტი, ყოველწლიურ საერთაშორისო შეხვედრაზე აქტიურად მონაწილეობს დებატებშიც. ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით მნიშვნელოვანია, როგორც ხელფასების გაზრდა, ისე ერთიანი ძალისხმევა და აქტიური თანამშრომლობა პან-ევროპული რეგიონული საბჭოს ქვეყნების ერთიანი სტანდარტიზაციის კუთხით, რათა მოხდეს ნაციონალური კანონმდებლობების მაქსიმალური დაახლოვება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.