საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ქ. ბრიუსელში, (ბელგია) ევროპის პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტის რანგში და ყოველწლიურ შეხვედრას ორგანიზაციის გენერალურ მდივან ლუკა ვინზენტინისთან და პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივნის შარან ბაროუს მოადგილე ოუენ ტუდორთან ერთად გაუძღვა. შეხვედრაში მონაწილეობა პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს “PERC”-ის რვავე ვიცე პრეზიდენტმა მიიღო.
კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს ევროპის კონტინენტზე დასაქმებულების პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე, შეაჯამეს გასული წლის მიღწევები და გამოწვევები. მიმოიხილეს პარიზის “ყვითელ ჟილეტიანების” გაფიცვა, პროფკავშირების აქციები გერმანიაში, შექმნილი მდგომარეობა ყაზახეთში და უკრაინაში. შეხვედრაზე განიხილეს პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის კონგრესზე მიღებული გადაწყვეტილებებიც.
აღნიშნულ შეხვედრაზე განისაზღვრა 2019 წლის ევროპის პროფკავშირების სამოქმედო ნაბიჯებიც.
აღსანიშნავია, რომ ევროპის პროფკავშირები გეგმავენ კიდევ უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ-სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესების, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებით (DCFTA) გათვალისწინებულ მოთხოვნათა და გასატარებელ რეფორმათა შესრულების ზედამხედველობის პროცესში. პეტრიაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს შემაჯამებელი სიტყვითაც მიმართა.