Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ირაკლი პეტრიაშვილის შეხვედრა გერმანიის ელჩთან

დღეს გაიმართა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის შეხვედრა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, მის აღმატებულება ჰუბერტ ქნირშთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს სოციალური პოლიტიკა, მათ შორის შრომით სფეროში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები. ბატონი ელჩი დაინტერესდა საქართველოს პროფკავშირობის საქმიანობით, სოციალური დიალოგის მიმდინარეობითა და მისი სამომავლო პერსპექტივებით. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ორმხრივი კომუნიკაციის გააქტიურებაზე, ინფორმაციის ურთიერთგაცვლაზე, განისაზღვრა თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტები.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.