ირაკლი პეტრიაშვილი ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების – BSPSH – კონგრესში მონაწილეობს. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევორპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი, ალბანეთში სპეციალური მიწვევით იმყოფება.
პროფკავშირის კონგრესს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის არაერთი ჯილდოს მფლობელი და ევროპული ღირებულებების გამტარებელია, პროფკავშირების მსოფლიო კონფედედრაციის და ევროპის პროფკავშირების ლიდერები ესწრებიან, მათ შორის კონგრესში მონაწილეობს პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივანი შარან ბაროუ, აგრეთვე ჯოზეფ ნიემეცი, პროფკავშირების ევროპის კონფედერაციის (ETUC) გეერალური მდივნის სპეციალური მრჩეველი.
ყრილობაზე ირაკლი პეტრიაშვილი სიტყვით გამოვიდა, იგი შეკრებილი საზოგადოების წინაშე ევროპის პროფკავშირების გამოწვევებს და პროფკავშირების ევროპული საბჭოს წევრი ბევრი ქვეყნის საერთო ამოცანებს შეეხო. მისი განცხადბით ერთიანობა და კონსოლიდაციაა საჭირო იმ გამოწვევებთან ბრძოლაში, როგორიცაა მიგრაცია, დაბალი ხელფასი, არაფორმალური დასაქმება და ა.შ. პეტრიაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ალბანეთისთვის საერთო განსაკუთრებული აქტუალობის საკითხებს – ძლიერი შრომის ინსპექციის, სოციალური დიალოგის აუცილებლობას.
ყრილობის ფარგლებში გამართული არჩევნბისას ალბანეთის დამოუკიდებელი პროფაკვშირების გართიანების თავმჯდომარის პოსტი კვლავ გეზიმ კალაია აირჩიეს.