Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირების გაერთიანების დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა

2024 წლის 24-28 მარტს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების დელეგაცია ირაკლი პეტრიაშვილის ხელმძღვანელობით ისრაელის პროფკავშირების გაერთიანებHistadrut-ის მიწვევით, ისრაელში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები Histadrut-ის თავმჯდომარესთან, არნონ ბარ დავიდთან, Histadrut-ის საერთაშოისო ურთიერთობების განყოფილების გენერალურ დირექტორთან პეტერ ლერნერთან, საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორთან – ავიტალ შაფირასთან, რეგიონალური ორგანიზაციის ლიდერთან – დავით პაპიასთან და დარგობრივი პროფკავშირის ლიდერებთან.

საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლები შეხვდნენ პროფკავშირის კლუბის  “Together for You” გენერალურ დირექტორს ეიალ კროლიტსკის, რომელმაც GTUC-ის წარმომადგენლებს პროფკავშირის წევრებისთვის მოქმედი საშეღავათო ბარათების სისტემის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.


სისტემა პროფკავშირის წევრებისთვის ფასდაკლებების ონლაინ პლატფორმის შექმნას გულისხმობს, რომლის საშუალებითაც წევრები პრაქტიკულად ყველა ნივთი თუ მომსახურების (საყოფაცხოვრებო, სამედიცინო, სამგზავრო თუ სხვა) შეღავათიან ფასებში შეძენას შეძლებენ.  ამ სიახლის საქართველოში დანერგვის მიზნით, მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

საქართველოს პროფკავშირების დელეგაციაასევე, თელავივში მდებარე მძევლების მოედანი, 2023 წლის 7 ოქტომბერს განსაკუთრებული სისასტიკით დარბეული დასახლება –  Kfar Aza kibbutz მოინახულა. შეხვდნენ 7 ოქტომბრის ცხოველური თავდასხმის შედეგად განადგურებულ ოჯახის წევრებს და მუსიკალური ფესტივალის დროს დაღუპულა ხსოვნას ტრაგედიის ადგილზე პატივი მიაგეს.

GTUC-ის წარმომადგენლები ეწვივნენ ქ. აშკელონში მდებარე საავადმყოფო Barzilai, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბრის მოვლენების დროს დაჭრილებსემსახურებოდა. საავადმყოფოში, შეხვდნენ ამავე კლინიკაში მომუშავე ქართველ მედ-პერსონალს, რომელთა პროფესიისადმი ერთგულებამაც მთელი ისრაელი აღაფრთოვანა. მათმა ნაწილმა, შეწყვიტშვებულება, იმავე დღეს დაბრუნდა ისრაელში და საკუთარი სიცოცხლის საფრთის ქვეშ დაყენების მიუხედავად,  გააგრძელა მუშაობა.  

მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ ხალხს მშვიდობა უსურვა.



This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.