Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ITUC-ის გენერალური მდივნის, შარონ ბაროუს მიმართვა ეგვიპტელებისადმი

egvipteსაერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაცია (ITUC), ბრუსელი: საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაცია პატივს სცემს ეგვიპტის ხალხის მოთხოვნებს ჰქონდეთ ინკლუზიური და დემოკრატიული სახელმწიფო. ახლა ეგვიპტის სამხედროები უნდა დარჩნენ პოლიტიკის მიღმა და ქვეყანა სწრაფად უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიულ პროცესებს გამყარებულს ქვეყნის კონსტიტუციით, რომელიც გარანტიაა ყველას უფლებების დაცვის. გუშინ ეგვიპტის ჯარმა გააძევა პრეზიდენტი მუჰამედ მორსი და ის ჩაანაცვლა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ადილი მანსოურით.

საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა შარონ ბაროუმ განაცხადა: “12 თვიანი აუტოკრატიული და პარტიზანული კანონი რომელსაც მოყვა სამხედროების მიერ მორსის ჩანაცვლება, არის რეგრესული ნაბიჯი დემოკრატიის მშენებლობის პროცესში. ეგვიპტეს ახლა აქვს მეორე შანსი ააშენოს დემოკრატია, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, ყველა ქალისა და მამაკაცის უფლებებს და იქნება გარანტია სოციალური სამართლიანობის. სამხედროები უნდა დარჩნენ იმ გზაზე სადაც აქამდე იყვნენ და მისცემ საშუალება უბრალო მოქალაქეებს შეცვალონ მომავალი.

გასული ერთი წელმა გვაჩვენა, რომ მთავრობა ცდილობდა თავისი ახალი იდეოლოგიით შეეცვალა ეგვიპტის საკანონმდებლო და სოციალური სურათი მხოლოდ გარკვეული სეგმენტებისათვის. მასიური უმუშევრობა, ეკონომიკური დაუცველობა, უარის თქმა მშრომელთა უფლებებზე და ქალთა დისკრიმინაცია გახდა ქვეყანაში მზარდი უკმაყოფილების ძირითადი ფაქტორი. საზოგადოებრივი აზრის დაყოფა ეგვიპტეში არის უფრო ღრმა ვიდრე ეს ვინმეს უნახავს ან წარმოუდგენია. სწრაფი, ღია და ჭეშმარიტი დიალოგის მიღწევა იმისთვის რომ ჩამოყალიბდეს დემოკრატიული სისტემა  ახდენს საზოგადოების გაერთიანებას და არა დაყოფას.“

ათობით ადამიანი დაიღუპა, 100-ობით დაიჭრა და 100-ობით ქალი გახდა სქესობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლი ტაჰირის სქვერში გამართული დემონსტრაციების დროს ოთხი დღის განმავლობაში.

არსებობს რეალური საფრთხე ძალადობის ესკალაციის, ადამიანები ითხოვენ ორივეს – დაიცვან ისინი ფიზიკური ძალადობისგან და დაიწყოს სამართლიანი და ღია პოლიტიკური პროცესები.

 

http://www.ituc-csi.org/egypt-military-must-stay-out-of

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.