წისქვილის ქარხანა კარმენში დღეს დილით გაფიცვა დაიწყო. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების მატებაა. გუშინ, სავარაუდოდ პროფკავშირული ნიშნით, ადმინისტრაციამ გაათავისუფლა ერთ-ერთი თანამშრომელი, ხოლო 3 თანამშრომელს სასტიკი საყვედური გამოუცხადა, რასაც მოყვა თანამშრომელთა პროტესტი და საბოლოოდ დღეს დილით ქარხანა გაიფიცა.
პროფკავშირებს გაფიცვის უფლება უკვე მოპოვებული აქვთ. გაფიცვამდე მედიაციის ოცდაერთმა დღემ შედეგი ვერ გამოიღო. მოლაპარაკების მთავარი საგანი იყო ხელფასების მატება, რომელიც ქარხანაში ბოლო 8 წლის განმავლობაში არ მომხდარა. მიუხედავად უამრავი მცდელობისა, რომ აღნიშნული პროცესი კონსტრუქციული მოლაპარაკებების ფარგლებში მოგვარებულიყო, ადმინისტრაციის მხრიდან გამოჩენილმა უპასუხისმგებლობამ მშრომელები და პროფკავშირები იძულებული გახადა გამოიყენონ კონსტიტუციური უფლება და გაიფიცონ.
,,ტერორის ქვეშ მუშაობა. მუქარა და ზეწოლა. კიდევ შემცირება. ხელფასის უკმარისობა და მძიმე საქმიანობა. კარმენის მენეჯმენტის უსამართლო მიდგომა ხალხზე. დღეს კარმენში დასაქმებულებს მოთმინების ფიალა აევსოთ. გაფიცვა დაიწყო!” – წერს ფეისბუქ გვერდზე კარმენის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ლიდერი ლევან მთვარელიძე.
ხვალ 12 საათზე ქარხანასთან სოლიდარობის აქცია გაიმართება, რომელსაც პროფკავშირების გაერთიანება შეუერთდება.
https://www.facebook.com/gtuc.ge/videos/2378457985707024/
https://www.facebook.com/100006401495669/videos/2371019879788039/