Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ირაკლი კობახიძემ უსაფრთხო შრომისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მოთხოვნით 2600 ზე მეტი წერილი მიიღო

საერთაშორისო პროფკავშირული მოძრაობა მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, რათა დროულად მოხდეს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის მიღება იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელიც პროფკავშირებს აქვთ.

მსოფლიოს მასშტაბით აქტივისტები და პროფკავშირული ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო კამპანიას უერთდებიან და ზემოთ აღნიშნული მოთხოვნებით, საკუთარი სახელით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართავენ. ირაკლი კობახიძემ გასულ 24 საათში საქართველოში უსაფრთხო შრომისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მოთხოვნით 2600ზე მეტი ელექტრონული შეტყობინება მიიღო. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ ქვეყნის პარლამენტი საერთაშორისო მხარდაჭერას და პროტესტს გაითვალისწინებს და მიიღებს ისეთ კანონს და რეგულაციებს, რომელიც რეალურად დაიცავს მშრომელთა ინტერესებს.

გლობალური კამპანია საქართველოში უსაფრთხო შრომის მოთხოვნით საერთაშორისო პლატფორმა LabourStart -ის ორგანიზებით დაიწყო. მან საქართველოს პროფკავშირულ მოძრაობას და აქტივისტებს, პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, შესაძლებლობას მისცა მხარდაჭერა მოიპოვონ საერთაშორისო დონეზე. პლატფორმის მნიშვნელოვანი ელემენტია საინფორმაციო კამპანია ActNow, რომელიც მსოფლიო მაშტაბით ადამიანებს აძლევს საშუალებას მხარი დაუჭირონ კონკრეტულ პროცესს და წერილობით მიმართონ კამპანიის ადრესატს.

კამპანიაში მონაწილეობის მიღება ასევე შეუძლია თითოეულ თვენგანს. ამისათვის უნდა შეხვიდეთ ბმულზე, მიუთითოთ სახელი, გვარი და  ელექტრონული მისამართი. ამის შემდეგ შეძლებთ თქვენი შეტყობინება გაუგზავნოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რითაც დააფიქსირებთ თქვენს მხარდაჭერას აღნიშნული პროცესის მიმართ და შეიტანთ საკუთარ წვლილს უსაფრთხო შრომის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნაში.

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.