Search
Close this search box.
Search
Close this search box.

აუნაზღაურებელი ხელფასი და მუქარა შრომითი ისტორიის გაფუჭებით – პროფკავშირებმა კურორტ „საირმეს“ სასამართლო დავა მოუგო

პროფკავშირებმა კიდევ ერთი პრეცედენტული სასამართლო დავა მოიგო.

სასამართლომ  კურორტის „საირმე“ გადაწყვეტილება გ.ა-თან შრომითი ხელშეკრულების პირადი განცხადების საფუძველზე შეწყვეტის შესახებ – ბათილად ცნო და კომპანიას  იძულებითი განაცდურის გადახდა დააკისრა.

გ.ა დასაქმებული იყო ,,აღმასრულებელი შეფის“ პოზიციაზე. კომპანიამ 2021 წლის 24 დეკემბრს  გ. ა-ს (და სხვა დასაქმებულებს)  განუცხადა, რომ არ გადაუხდიდა მას კუთვნილ 2021 წლის დეკემბრის თვის ხელფასს, ასევე გაუფუჭებდა შრომით ისტორიას, თუ ის არ მოაწერდა ხელს სამსახურიდან წასვლის თაობაზე კომპანიის მიერვე  შემუშავებულ განცხადებას.

საქმეზე დადგინდა, რომ გ. ა-ის ნება არ იყო ნაკარნახევი თავისუფალი გამოვლენის შედეგად, იგი იყო პროვოცირებული /განპირობებული არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებით.

სასამართლომ განმარტა, რომ ნების გამოხატვის ნამდვილობის დადგენა ემსახურება ნების გამოხატვის თავისუფლების პრინციპის რეალიზაციას, რაც გულისხმობს, რომ კონკრეტული ქმედება, არჩევანი, გადაწყვეტილება უნდა წარმოადგენდეს პირის ნამდვილ ნებას, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება. შრომის უფლება ვერ იქნება სრულყოფილი უფლება, თუ გარანტირებული არ იქნება მუშაკის მიერ ,,დაკავებული სამუშაო ადგილის შენარჩუნებისა და დაცვის შესაძლებლობა.

საქმეში აქტიურად იყო ჩართული ,,სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა“ და  „მომსახურების სფეროს, კომუნალური და ბანკების მუშაკთა“ პროფესიული კავშირები, ხოლო დასაქმებულის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი – სერგო მახარაძე იცავდა.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.