რაისა ლიპარტელიანი – გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე
რაისა ლიპარტელიანმა პროფკავშირული საქმიანობა 2007 წელს დაიწყო, მან თავდაპირველად მუშაობა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში იურისტის პოზიციაზე დაიწყო. 2012 წლიდან იურიდიული სამსახური, დეპარტამენტად გადაკეთდა და ამ პერიოდიდან ის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.
2009 წლიდან აქტიურადაა ჩართული პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის აქტივობებში, არის ამავე ორგანიზაციის ადამიანის და პროფკავშირის შრომითი უფლებების საერთაშორისო ქსელის წევრი. 2010 წლიდან პან ევროპული რეგიონალური საბჭოს იურისტების ქსელის წევრია. 2015-2017 წლებში იყო პროფკავშირების პან ევროპული ახალგაზრდულის საბჭოს წევრი. არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის მეხუთე სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი და პლატფორმის თავმჯდომარის მოადგილე. 2017 წელს აირჩიეს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილედ.
რაისა ლიპარტელიანი ხელმძღვანელობს:
- დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებების დაცვის საკითხებს;
- სოციალური პარტნიორობის, გენერალური, დარგობრივი, (დარგთაშორისი, პროფესიული) ტერიტორიული შეთანხმებების, კოლექტიური ხელშეკრულებების გაფორმების, მისი შესრულების ორგანიზაციასა და კონტროლს;
- საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებთან ურთიერთობასა და საინფორმაციო მუშაობის საკითხებს;
- დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.