Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

დღეს თბილისში შრომის უსაფრთხოებისა და ინსპექტირების საკითხებზე მაღალი დონის 2 დღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომლის ორგანიზატორია შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია (ITUC) და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება (GTUC)

რეგიონული კონფერენციის სახელწოდებაა „ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობა შსო-ს 81-ე შრომის ინსპექციის შესახებ კონვენციასა და 1995 წლის შესაბამის პროტოკოლთან“.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, და პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის წარმომადგენლები, აგრეთვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პროფკავშირული ორგანიზაციების შრომის უსაფრთხოებისა და შრომის ინსპექციის სფეროში მომუშავე ექსპერტები და სპეციალისტები, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები.

ორდღიან შეხვედრაზე დეტალურად განიხილება შრომის საერთაშორისო სტანდარტები, შრომითი კანონმდებლობის აღსრულების და შესრულების კონტროლის საკითხები; რეგიონული პერსპექტივა და არსებული მდგომარეობა; საუკეთესო პრაქტიკები რეგიონში; შრომის კანონმდებლობის აღსრულების ინსტიტუტების გაძლიერების ხელშეწყობა, უფლებებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენება; პროფკავშირების სტრატეგიები აღსრულების უზრუნველყოფის საკითხში სახელმწიფოს როლის შესუსტების მზარდი ტენდენციის გადასაჭრელად;

ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, მათ ქვეყნებში შრომის ინსპექტირების კუთხით არსებულ ვითარებაზე ანგარიშებს წარმოადგენენ.

კონფერენცია საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის პან-ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტმა ირაკლი პეტრიაშვილმა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის სპეციალისტმა გოჩა ალექსანდრიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ და დამსაქმებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ელგუჯა მელაძემ გახსნეს.

ფოტოალბომის ნახვა შეგიძლიათ აქ

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.