Search
Close this search box.
Search
Close this search box.

“მაგთიკომში” შრომის და შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევები გამოვლინდა

“მაგთიკომში” დასაქმებულმა მძღოლებმა (რომლებიც, იმავდროულად, პროფესიული კავშირის წევრებს წარმოადგენენ) დარღვეული უფლებების აღდგენისა და შრომითი პირობების გაუმჯობესების მიზნით პროფკავშირებს მომართეს.

სავარაუდო დარღვევების აღმოფხვრის, ასევე, მაგთიკომის მძღოლების შრომით-სამართლებრივი პირობების გაუმჯობესების უზრუნვესლაყოფად პროფკავშირებმა შრომის ინსპექციას მიმართა.

ინსპექტირების ფარგლებში, როგორც უფლებრივ, ასევე შრომის უსაფრთხოების ნაწილში მთელი რიგი მვნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა, კერძოდ:

• ხელშეკრულებებით არ იყო განსაზღვრული მძღოლების მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა, სამუშაო დრო და დასვენების დრო;

• მძღოლებს არ უნაზღაურდებათ სამივლინებო ხარჯები;

• დამსაქმებელი სათანადოდ არ აღრიცხავს მძღოლების მიერ ნამუშევარ დროს;

• დამსაქმებელი მძღოლებს კანონის დარღვევით უქვითავს ხელფასის 50%-ზე მეტ თანხას;

• მძღოლებს არ ეძლევათ საავადმყოფო ფურცლით სარგებლობის უფლება კანონით დადგენილი წესით;

• მძღოლების სამუშაო სივრცე არ შეესაბამება შრომის უსაფრთხოების ნორმებს;

• სამუშაო ადგილზე რისკების შეფასების დოკუმენტი არ არის სრულყოფილი და არ მოიცავს ყველა იმ რისკს და საფრთხეს, რაც ახასიათებს სამუშაო გარემოს, კერძოდ, არ არის სრულყოფილად მოწყობილი
სასაწყობე სივრცეში სიმაღლიდან ვარდნის მოაჯირი, არ არის დაცული ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სისუფთავე და ტექნიკური გამართულობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის მძიმე
დაზიანება და აშ.

„მაგთიკომს“ დარღვევების გამოსასწორებლად 30 დღიანი ვადა მიეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას, სავარაუდოდ, ფულადი ჯარიმა დაეკისრება.

ამასთან, პროფესიული კავშირის მხრიდან განხორციელდა სამედიაციო პროცედურის ინიცირებაც საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისადმი მიმართვის გზით.

სამუშაო პროცესში აქტიურად არის ჩართლული საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი სერგო მახარაძე და შრომის უსაფრთხოების ინსპექტორი ნიკა კაკაშვილი, ასევე, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირი.

იქნება სოლიდარობა ყველაფერი გამოვა!

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.