Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მაჰათმა განდი – ინდოელ მაღაროელთა მრავალათასიან საპროტესტო მანიფესტაციის ლიდერი

1913 წლის 6 ნოემბერს დიდი ბრიტანეთის დომინიონის (1910 წლიდან) სამხრეთა აფრიკის კავშირის ხელისუფლებამ დააპატიმრა მოჰანდას კარამჩანდ “მაჰათმა” განდი (1869–1948 წლები). განდი 1893–1914 წლებში ცხოვრობდა სამხრეთ აფრიკაში, ეწეოდა ადვოკატის პრაქტიკას, გამოსცემდა გაზეთს და იცავდა ადამიანის უფლებებს.

1907 წელს იგი სათავეში ჩაუდგა სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ინდოელების არაძალადობრივ წინააღმდეგობას (“სატიაგრახა” – ჭეშმარიტებაში მტკიცედ დგომა) მიმართულს რასობრივი, ეროვნული და სოციალური ჩაგვრის წინააღმდეგ. 1913 წლის 6 ნოემებერს ის სათავეში ედგა ინდოელ მაღაროელთა მრავალათასიან საპროტესტო მანიფესტაციას, როდესაც უსამართლოდ იქნა დაპატიმრებული.

1914 წელს მას საბოლოოდ მოუწია სამხრეთ აფრიკის დატოვება, მაგრამ მისი ადამიანის უფლებების დამცველ მოღვაწეობაში სამხრეთ აფრიკის კავშირში არსებულ მდგომარეობას ყოველთვის ეკავა მნიშვნელოვანი ადგილი. აღსანიშნავია ისიც, რომ სამხრეთ–აფრიკის კავშირში ადამიანის უფლებების ინტიტუციური დარღვევების გამო, 1946 წელს ინდოეთმა პირველმა გაწყვიტა მასთან დიპლომატიური ურთიერთობები და მხოლოდ 1994 წელს აღადგინა იგი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან.


მაჰათმა განდი: “არაძალადობა ლაჩრის საქმე არაა, ის ყოველთვის გმირობაა.”

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.