Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ირაკლი პეტრიაშვილი მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

ძვირფასო პედაგოგებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს!

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა და მას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღის დაწესების მთავარ მიზანს პედაგოგთა პროფესიის მხარდაჭერა და აღსაზრდელთათვის გაწეული შრომის დაფასება წარმოადგენს.

თქვენი ღვაწლი ფასდაუდებელია. ჩვენი ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა და ამავდროულად , საპატიო საქმე გაკისრიათ, რადგან  გულანთებულ, განათლებულ მომავალ თაობაზეა მეტწილად თითოეული ჩვენგანისა და სახელმწიფოს ბედი დამოკიდებული.

საქვეყნო მიღწევები და წარმატებები მნიშვნელოვნად თქვენი, მასწავლებლების დამსახურებაა. ამიტომ, გისურვებთ, სათანადოდ დაფასებულიყოს ის შრომა, რასაც საკუთარ მოსწავლეებში დებთ.

პატივისცემით,

პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე  ირაკლი პეტრიაშვილი

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.