Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირის წარმომადგენლობით, სასწრაფო დახმარების დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის მედიაცია გაიმართა

პროფკავშირების შუამდგომლობით, ეს არის რიგით მეორე შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრის მიერ დანიშნულ მედიატორსა და სასწრაფოს თანამშრომლებს შორის.

დასაქმებულთა მოთხოვნებია:

  • სასწრაფო დახმარების ბრიგადებში დასაქმებულთათვის ხელფასების 100%-ით გაზრდა;
  • დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება 10 კალენდარული დღის ოდენობით ბრიგადების ყველა წევრისთვის;
  • ცენტრში დასაქმებულთა ბენეფიტებითა და სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფა (ჯანმრთელობის დაზღვევა, პენსია, სახელფასო დანამატი ნამსახურობის მიხედვით);
  • წერილობითი შეთანხმების გაფორმება ყველა აღნიშნულ საკითხზე;

ამ ეტაპზე, დამსაქმებლის მიერ Შეთავაზებული პირობები დასაქმებულთა Მოთხოვნებს სრულად ვერ პასუხობს. Შესაბამისად, მოლაპარაკებები გაგრᲫელდება. იმ ᲨემთხვევაᲨი, თუ Შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული, დასაქმებულებს გაფიცვის უფლება წარმოეშვებათ.

შეგახსენებთ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების დასაქმებულებმა პროფკავშირებთან ერთად რამდენიმე აქცია გამართეს.

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.