Search
Close this search box.
Search
Close this search box.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ხელმომწერი მხარეები, როგორც დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებები, წარმოადგენენ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სოციალურ პარტნიორებს, რომელთა საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება შრომითი და სოციალური ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავებაა.

დოკუმენტზე ხელმოწერით გაფორმდა შეთანხმება, რომ  შემუშავებულ იქნას  მხარეთა შორის ეფექტური თანამშრომლობითი მექანიზმები, რათა მოქმედი კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესში მოხდეს დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ინტერესების გონივრული და სამართლიანი დაბალანსება, მათ შორის, სამუშაო ადგილებზე სოციალური დიალოგის მნიშვნელობაზე, შრომითი და სოციალური ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავებაზე, ბიზნეს სექტორისა და დასაქმებულთა ერთობლივი პოზიციების ადვოკატირებაზე მთავრობისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წინაშე, შრომითი ურთიერთობების კუთხით და ისეთი აქტუალური საკითხების შესახებ, როგორებიცაა: კოლექტიური ურთიერთობები, სასამართლო დავები, მინიმალური ხელფასი, ნამუშევარი საათების აღწერა, 48 საათიანი სამუშო რეჟიმის მქონე საწარმოები და სხვ.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.