Search
Close this search box.
Search
Close this search box.

საქართველოს მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტად თამაზ დოლაბერიძე აირჩიეს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი საქართველოს მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის მე-14 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობას დაესწრო.

ყრილობის დელეგატებმა ტყიბულის მეშახტეთა, ჭიათურის მაღაროელთა, ზესტაფონის მეტალურგთა, ქსნის მინის ტარის ქარხნის, რუსთავის აზოტის, რუსთავის ფოლადის და რუსელოისის პროფესიული კავშირებიდან დარგობრივი პროფკავშირის პრეზიდენტად  თამაზ დოლაბერიძე, ხოლო ვიცე პრეზიდენტებად – კახა მაჩიტიძე და თეიმურაზ სურამელაშვილი აირჩიეს.

დაკომპლექტდა დარგობრივი პროფკავშირის გამგეობისა და საკონტროლო სარევიზიო კომისიის პერსონალური შემადგენლობები.

მომავალი საანგარიშო პერიოდისთვის განისაზღვრა დარგობრივი პროფკავშირის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები.

ყრილობას ასევე მიწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ:  დარგობრივი ორგანიზაციების თავჯდომარეები, მეტალისტთა საერთაშორისო ევრაზიული ფედერაციის გენერალური მდივანი, თანაშემწე და  Industriall Global Union-ის რეგიონალური წარმომადგენელი.

ყრილობა 2 ოქტომბერს, დაბა ბაკურიანში, სასტუმრო ვილა-პალასის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.

 

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.