Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მიკროავტობუსების მძღოლებს პროფკავშირის დახმარებით საათობრივი ანაზღაურება ეზრდებათ

მიკროავტობუსების მძღოლების საათობრივი ანაზღაურება იზრდება. პროფკავშირსა და დამსაქმებელ კომპანიას შორის შეთანხმება დღეს ოფიციალურად გაფორმდა.

პირველი მარტიდან, შპს „მიკროავტობუსში“ დასაქმებული მიკროავტობუსების მძღოლები, ყოველ ნამუშევარ საათზე ანაზღაურებას 1 ლარიანი მატებით მიიღებენ.

„პროფკავშირი მუდმივად აქტიურობს დასაქმებულთა უფლებების გაუმჯობესების კუთხით. დღეს გაფორმებული შეთანხმება, ამის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა. დამსაქმებელთან შევძელით მოლაპარაკება და დამსაქმებელმა მძღოლების შრომითი პირობები გააუმჯობესა. შემდეგი თვიდან ეს ადამიანები გაზრდილ ხელფასებს მიიღებენ“ – განაცხადა პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა ლავრენტი ალანიამ.

აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შემდეგი თვიდან 1750 მძღოლი გაუმჯობესებული შრომითი პირობით იმუშავებს. დამსაქმებელი დასაქმებულებს წლიურად ჯამში 5,900,000 ლარით მეტს აუნაზღაურებს.

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.