Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მოგებული დავა ,,სვის კაპიტალის” წინააღმდეგ

თბილისის საქალაქო სასამართლოს  სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ დაკმაყოფილდა მ.შ-ს სარჩელის სს ,,სვის კაპიტალის წინააღმდეგ“, რის შედეგადაც ბათილად იქნა ცნობილი დასაქმებულის რეორგანიზაციის საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლება და დამსაქმებელს დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 11 000 ლარის ოდენობით.

მ.შ.  2016  წლიდან უვადოდ მუშაობდა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,სვის კაპიტალში“, ადმინისტრატორის თანამდებობაზე. მიუხედავად მოსარჩელის წარმატებული შრომითი საქმიანობისა, მას, დეპარტამენტის ყველა თანამშრომლისგან განსხვავებით,  არ ერიცხებოდა ბონუსი. გარდა ამისა, ყოველთვე ეზრდებოდა შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, რომელიც ხელფასში არ აისახებოდა – ანუ იგივე ანაზღაურების სანაცვლოდ უწევდა ორმაგი მუშაობა.

სწორედ ამიტომ, მან გამოთქვა პრეტენზია, რის გამოც მისცეს გაფრთხილება და შემდეგ უკვე გაათავისუფლეს სამსახურიდან,  ,,ორგანიზაციული ცვლილებების, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაოს ძალის შემცირებას,“ მიზეზით.

რეალურად მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყვეტა  განხორციელდა არა ს.შ.კ. 37.1. მუხლის ,,ა“ პუნქტის საფუძველზე, არამედ მოსარჩელის მიერ:

ა) უკვე შესრულებული დამატებითი სამუშაოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით ხელმძღვანელობის წინაშე დაფიქსირებული პოზიციის გამო;

ბ) მისთვის დამატებითი სამუშაოს დაკისრების გამო ხელფასის გაზრდასთან  დაკავშირებით ხელმძღვანელობის წინაშე დაფიქსირებული პოზიციის გამო;

გ) მომავალში დამატებითი სამუშაოს შესრულების თაობაზე განცხადებული უარის გამო.

მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების იურისტი, სერგო მახარაძე წარმოადგენდა.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.