Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მოგებული სასამართო დავა სს მითანას წინააღმდეგ

8 თვიანმა სასამართლო პროცესმა შედეგი გამოიღო – სს მითანადან გათავისუფლებული 3 თანამშრომელი სამსახურში აღდგა და კომპანიას იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა!

2018 წლის ოქტომბრის თვეში სს მითანაში კომპანიის მენეჯმენტის შეცვლის შემდეგ დასაქმებულ სამ ოპერატორს, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებდნენ საქმიანობას კომპანიაში, განუცხადეს, რომ უნდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან.

მათ უთხრეს პირველ ეტაპზე თავად აერჩიათ 3 დან 1 პიროვნება, რომელიც დატოვებდა სამსახურს. ბუნებრივია, დასაქმებულმა სამივე ოპერატორმა გამოხატა პროტესტი, ვინაიდან ხელფასი მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო. შეხვედრის მეორე დღეს კომპანიამ სამივე ოპერატორი გაათავისუფლა სამსახურიდან – ერთი მოსარჩელე კვალიფიკაციის შეუსაბამოსი გამო, ხოლო დარჩენილი ორი ,,ობიექტური საფუძველით”.

8 თვიანი სასამართლო პროცესის შემდგომ სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი გათავისუფლების ბრძანებები. სს მითანას დაევალა მოსარჩელეთა სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სამსახურში ადგენის დღემდე, რაც ჯამურად, სამივე მოსარჩელის შემთხვევაში დღეის მდგომარეობით არის დაახლოებით 16 000 ლარს შეადგენს.
დასაქმებულთა ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამარ სურმავა იცავდა.

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.