26 ივნისს, სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ, დააკმაყოფილა 2017 წელს, რკინიგზელების შიმშილობის აქციაში მონაწილე, საქართველოს რკინიგზის სცბ სამმართველოს თანამშრომლის – ვაჟა ძიძიგურის სარჩელი, რომელიც რკინიგზის ადმინისტრაციამ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მოტივით, უკანონოდ გაანთავისუფლა სამსახურიდან.
რკინიგზის ადმინისტრაციას პირველი ინსტანციის სასამართლომ, ვაჟა ძიძიგურის სამსახურში აღდგენა და კომპენსაციის სახით, განაცდურის ანაზღაურება დააკისრა!
სასამართლოში დასაქმებულის ინტერესებს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირისა და საქმართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურიდიული სამსახურის იურისტი ირაკლი მხეიძე იცავდა.