Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ირაკლი პეტრიაშვილი მთავარ შრომის ინსპექტორთან არსებული მრჩეველთა საბჭოს რიგით მეექვსე სხდომას გაუძღვა

პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი მთავარ შრომის ინსპექტორთან არსებული მრჩეველთა საბჭოს რიგით მეექვსე სხდომას გაუძღვა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყოს სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის 2022 წლის საქმიანობის  ანგარიში.

ასევე განიხილეს:

  • სამუშაო სივრცეში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 23 დეკემბრის № 590 დადგენილება.
  • „სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის № 597 დადგენილება.
  • საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 დეკემბრის №598 დადგენილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები შემუშავებული იქნა პროფესიული კავშირების გაერთიანების აქტიური ჩართულობით  და მასში თითქმის სრულადაა ასახული პროფკავშირების რეკომენდაციები. აღნიშნული აქტების მიღება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალსწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესში.

რაც შეეხება სპეციფიკური რეჟიმის მქონე დარგების ჩამოანთვალს, სადაც შესაძლებელია 40 საათიანი კვირის ნაცვლად ნორმირებული სამუშაო დროის ფარგლებში კვირაში 48 სამუშაო საათი განისაზღვროს, უნდა აღინიშნოს, რომ პროფკავშირების გაერთიანება, ჯერ კიდევ 2013 წლის შრომის რეფორმის დროს, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა დასაქმებულთა მიმართ სამუშაო დროის ორმაგ სტანდარტს და ამ თვალსაზრისით დისკრიმინაციულ მიდგომას. აღნიშნული ნორმა პროფკავშირების გაერთიანებამ გაასაჩივრა საკონსტიტუციო სასამართლოში,  რომელმაც 48 საათიანი სამუშაო კვირის გამოყენების ფართო იტრეპრეტაციის შესაზღუდად მნიშვნელოვანი განმარტებებები გააკეთა.

2020 წლის შრომის რეფორმის ფარგლებშიც, პროფკავშირის წინააღმდეგობისა და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის, ბიზნეს ასოციაციებისა და ბიზნეს ლობისტების მხარდაჭერის შედეგად, შრომის კოდექსში კვლავ შენარჩუნდა კვირაში 48 საათიანი დათქმა და მთავრობას დაევალა შესაბამისი სპეციფიკური რეჟიმის დარგების ჩამონათვალის მიღება. საბოლოოდ, იგი მიიღეს მიმდინარე წლის 26 დეკემბერს. პროფკავშირების აქტიური მუშაობის შედეგად უკვე აღარ გვხვდება სექტორების ისეთი ფართო ჩამონათვალი, როგორც მანამდე არსებულ რედაქციაში იყო. მაგალითად, ამოღებულია ზოგადი და პროფესიული განათლება, ვაჭრობა, მშენებლობა, ტექსტილი და , ვაჭრობა   და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ პროფკავშირებისთვის კვლავ მიუღებელია სამუშაო დროის ორმაგი სტანდარტის დადგენა დასაქმებულებისთვის და მივიჩნევთ, რომ 48 საათიანი სამუშაო კვირის დადგენა ეწინააღმდეგება როგორც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, ასევე, ევროკავშირის სტანდარტებსა და საუკეთესო ქვეყნების პრაქტიკას, გასათვალისიწინებელია, რომ  მთავრობის დადგენილებაში შევძელით მნიშვნელოვანი დებულებების გაჩენა – 48 საათიანი სამუშაო კვირა  ვრცელდება სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში მხოლოდ იმ დასაქმებულ პირზე, რომელთან მიმართებითაც არსებობს სამუშაო/საწარმოო პროცესის, მისი ზუსტი ბუნებიდან გამომდინარე, უწყვეტობის საჭიროება და შესაბამისად, მოითხოვება 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმში მუშაობა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დავა განიხილება მრჩეველთა საბჭოს მიერ, რაც კვლავ უტოვებს პროფკავშირებს მნიშვნელოვან ბერკეტს, რათა არ მოხდეს ამ თვალსაზრისით დასაქმებულთა უფლებების უგულვებელყოფა.

ირაკლი პეტრიაშვილი მთავარ შრომის ინსპექტორთან არსებული მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელია. საბჭოს  შემადგენლობაში კი: პროფკავშირების გაერთიანების, საქართველოს პარლამენტის, სახალხო დამცველისა და  დამსაქმებელთა ასოციაციების  წარმომადგენლები შედიან.

 

 

 

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.