Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მზარეულმა სოლიდური კომპენსაცია მიიღო

2020 წლის ოქტომბრის თვიდან ბელა ქარჩავამ მუშაობა დაიწყო ნახევარფაბრიკატების მაღაზია ,,აპეტიტორში” მზარეულის პოზიციაზე (მეხინკლე). მხარეთა ზეპირი შეთანხმებით ბელა ქარჩავა დასაქმდა უვადოდ. დამსაქმებელს არ გაუფორმებია წერილობითი ფორმით შრომითი ხელშეკრულება.

2020 წლის 27 ნოემბერს, მუშაობის პროცესში კომპანიის მენეჯერმა მიუთითა, რომ დამატებით უნდა შეესრულებინა ისეთი ტიპის სამუშაო, რაც დასაქმებულის მოვალეობაში არ შედიოდა. ბელა ქარჩავამ ერთადერთი მიზეზით – სამუშაო დროის განმავლობაში დიდი დატვირთვისა და დროის უქონლობის გამო, უარი განაცხადა მითითებული დამატებითი სამუშაოს შესრულებაზე, რამაც კომპანიის ადმინისტრაციის გაღიზიანება გამოიწვია. შედეგად მიუთითეს, რომ უნდა დაეტოვებინა სამუშაო ადგილი, რადგან გათავისუფლებული იყო. ამასთან, მას არ აუნაზღაურეს იმ დღის ნამუშევარი სამუშაო. ბელა ქარჩავა დარჩა სამსახურის გარეშე პანდემიის პირობებში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხის პოზიცია ბელა ქარჩავას მიერ სამსახურიდან საკუთარი ნებით წასვლის  და წერილობითი ფორმით ხელშეკრულებების არ არსებობის პირობებში კონტრაქტის 3 თვით გაფორმების თაობაზე და დააკმაყოფილა წარდგენილი სარჩელი.

გაუქმდა ბელა ქარჩავას სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაეკისრა სოლიდური კომპენსაციის გადახდა.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.