Search
Close this search box.
Search
Close this search box.

უკანონოდ გათავისუფლებული ბაგა-ბაღის მენეჯერი თანამდებობაზე აღდგება

მცხეთის სასამართლოს 21.01.2022 წ. მიღებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქ.კ-ს სარჩელი ა.ა.ი.პ. ,,ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზდელო დაწესებულებათა გაერთიანების“ მიმართ, რომლის მიხედვით სასამართლომ ბათილად ცნო ,,ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანების“ უკანონო ბრძანება, დააკისრა მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და მისთვის განაცდური დღეების ანაზღაურება.

საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ მოსარჩელე სამსახურიდან უკანონოდ იქნა გათავისუფლებული ,,ნეპოტიზმისა“ და ,,ვიქტიმიზაციის“ შედეგად.

მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას წინ უძღვოდა მოპასუხის მიერ ბაგა-ბაღის მენეჯერის თანამდებობიდან რანგით დაბალ პოზიციაზე გადასვლის მოთხოვნა აღნიშნულ პოზიციაზე სოფლის გამგებლის – ნ.თ-ის ნათლულის დასაქმების მიზნით.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მოსარჩელემ საკუთარი უფლებების დასაცავად არაერთხელ მიმართა, როგორც დამსაქმებელს, ასევე ყველა უფლებამოსილ პირს (რწმუნებული/გუბერნატორი, პარლამენტის წევრები, სოფლის გამგებელი და აშ), თუმცა მის მცდელობას არანაირი შედეგი არ გამოუღია. პირიქით, მოსარჩელე 2020 წლის 1 სექტემბერს სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო მის მიერ დაკავებულ პოზიციაზე, იმავე დღეს, ყოველგვარი კონკურსის გარეშე დაინიშნა სოფლის გამგებლის ნ.თ-ის ნათლული.

საქმეში აქტიურად იყვნენ ჩართულნი: პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირი და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირი, ხოლო ქ.კ-ს ინტერესებს სასამართლოში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი – სერგო მახარაძე იცავდა.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.