Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს განცხადება სომხეთ-აზერბაიჯანის შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ  

დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს  განახლებულ  შეიარაღებულ დაპირისპირებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომელმაც გამოიწვია ადამიანური  დანაკარგი,  მათ შორის  სამოქალაქო მოსახლეობაში.  სიტუაცია წარმოადგენს   პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს რეგიონში   ერთ-ერთ  გადაუჭრელ კონფლიქტს, რომელიც საფრთხის  ქვეშ აყენებს არა მხოლოდ  ამ კონფლიქტში ჩართული ქვეყნების, არამედ მათი მეზობელი სახელმწიფოების სტაბილურობასა  და განვითარებასაც.

დღეს, როდესაც მსოფლიო უპრეცედენტო  ჰუმანიტარული  და ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას , რაც გამოწვეულია  Covid-19-ის პანდემიით, რომლის დროსაც  უამრავი ადამიანი დაიღუპა,  ბევრმა დაკარგა სამუშაო ადგილი და შემოსავალი,  ასეთ დროს ყველა ქვეყნის ეროვნული რესურსი უნდა მობილიზდეს, რათა გადაილახოს ჰუმანიტარული კატასტროფის შედეგები და უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის სოციალური დაცვა,   დაზარალებული ეკონომიკების აღდგენა, მდგრადი და სამართლიანი განვითარება, რომელიც დაეფუძნება როგორც განახლებულ სოციალურ კონტრაქტს, ისე  სოლიდარობასა და ერთიანობას.

მშვიდობა  წარმოადგენს არსებით პირობას  მშრომელთა კეთილდღეობისათვის. პროფკავშირული მოძრაობა დაფუძნებულია ერთიანობის პრინციპზე.  პროფკავშირული მოძრაობა ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს, რომელიც ხალხს და ერებს ერთმანეთისაგან ყოფს.  უახლეს  ისტორიაში,  ევროპის პროფკავშირებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ძალა და უნარი, რომ ერთმანეთთან დააკავშირონ  ქვეყნები და ერები; ხელი შეუწყონ უნივერსალურ ადამიანურ ღირებულებებს,  ადამიანურ პრინციპებსა და სამართილიანობას;  ასევე შექმნან პირობები ნებისმიერი კონფლიქტის და პოლიტიკური დაპირისპირების გადასაჭრელად.

პროვოკაციების  და დაძაბულობის ზრდა საზღვარზე, კონფლიქტის გამწვავება და მოსახლეობის მზარდი მღელვარება ქმნის საფრთხის შემცველ  გარემოს,  სადაც ეპიზოდური შეტაკებები შეიძლება გამწვავდეს და სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს.  შეიძლება სიტუაცია სულ რაღაც ერთ წამში შეიცვალოს და წლების მანძილზე ქვეყნებისა და რეგიონის მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად რუდუნებით ჩატარებულმა  მუშაობამ ამაოდ ჩაიაროს, სომხეთსა და აზერბაიჯანში უამრავი საწარმოსა და სამუშაო ადგილი დაიკარგოს და  მრავალი მშრომელისა და მათი ოჯახის  კეთილდღეობა დაინგრეს.

მოვუწოდებთ ყველას გამოიჩინონ  თავშეკავება და პასუხისმგებლობა და გააცნობიერონ რაში მდგომარეობს  მოქალაქეების, მათ შორის ორივე ქვეყნის დასაქმებულების,  რეალური ინტერესი – ესაა უფლებების,  თავისუფლებისა და ადამიანის  ღირსების პატივისცემა;  ღირსეული ცხოვრება და შრომა; შემოსავლისა და დასაქმების გარანტია და მომავლის რწმენა.

მივესალმებით ევროკავშირისა და ეუთოს ძალისხმევას,  რომ  საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებისა და გაეროს გადაწყვეტილებებისა და რეზოლუციების შესაბამისად  მოახდინონ კონფლიქტის გამწვავების პრევენცია და იპოვონ მრავალწლიანი კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ორივე ქვეყნის პროფკავშირულ ორგანიზაციებთან  მჭიდრო თანამშრომლობით  ჩვენ  მზად  ვართ მხარი დავუჭიროთ ამ მცდელობებს.

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.